ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მარია ზახაროვა - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ

ნახვები: 633 მარია ზახაროვა - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა - მიზნად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„თავის მხრივ, მათ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი გააუქმეს, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და პირდაპირი ფრენები აღადგინეს, რამაც ადამიანებს შორის კონტაქტებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას შეუწყო ხელი. ჩვენ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას ვისახავთ მიზნად, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვამ 2023 წელს საქართველოსთან და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან ურთიერთობების განვითარების შედეგების შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარება გავაგრძელეთ. ჭეშმარიტი ალიანსის სულისკვეთებით, ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკები სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მხარს თანმიმდევრულად უჭერდნენ. ადგილობრივი მოხალისეები რუს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან, სოხუმი და ცხინვალი დონბასში ჰუმანიტარულ დახმარებას რეგულარულად აგზავნის“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა