ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის - ბოკერია პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე

ნახვები: 652 არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის - ბოკერია პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე

"ევროპული საქართველოს" წევრებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს და სალომე ზურაბიშვილს ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გაფართოების იდეასთან დაკავშირებით ესაუბრნენ.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, პრეზიდენტთან შეხვედრები ემსახურება არა ოპოზიციის გაერთიანებას, არამედ კონკრეტულ თემებზე პოზიციების შეჯერებას. 

"დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როგორც იქნა ეს აღქმული მედიის მნიშვნელოვან ნაწილში ან შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში - არანაირ გაერთიანებაზე საუბარი არ არის. ჩვენ, "ევროპული საქართველო" თავიდანვე ვიძახდით, რომ არასერიოზულად მიგვაჩნია ლაპარაკი რაღაც ტიპის გაერთიანებაზე, რაც არის მუდმივი სპეკულაციის საგანი", - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, -  პრეზიდენტის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე არანაირი განხილვა იმისი, როგორი გაერთიანება იქნება ან არ იქნება და რა მოხდება, არ ყოფილა, დანარჩენს თვითონ იტყვის პრეზიდენტი, თუ საჭიროდ ჩათვლის".

"ლაპარაკია იმაზე, როგორი უნდა იყოს შეთანხმება, თუ რამე „ერთობაზეა“ ლაპარაკი შინაარსზე ცვლილებების, რომელიც აუცილებელია, კერძოდ, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. თუკი სადმე შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, რომ გატარდეს სამუშაო, რომ გადაკვეთის წერტილები თუკი არსებობს პოზიციებში პოლიტიკური ძალების, აქ მოხდეს შეჯერება, ეს არის ერთადერთი რეალური ამბავი, ეს არის ჩემი დასკვნა.
ჩვენი ინიციატივა ამ შეხვედრაზეც იყო, რაც პრეზიდენტსაც ვუთხარით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რაზე უნდა იყოს კონსენსუსი, რისი დეტალები გვაქვს გასავლელი, ეს არის გადასვლა ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე. ეს შევთავაზეთ პრეზიდენტს - ეს არის ჩვენი ინიციატივა, თუკი სადმე ვხედავთ აზრს იმის და აზრს იმის, რა ტიპის შინაარსზე არსებობს კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, ეს არის ნაფიცმსაჯულთა სასამართლო,“ - ამბობს გიგა ბოკერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა