Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ინტელექტუალი, ემოციურად მდგრადი, პატრიოტი - წილოსანი ირაკლი კობახიძეზე

ნახვები: 579 ინტელექტუალი, ემოციურად მდგრადი, პატრიოტი - წილოსანი ირაკლი კობახიძეზე

"პირადად ირაკლი კობახიძე იყო ოპოზიციის ნომერ პირველი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა, მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა" - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, "ყოფილა მომენტები, როდესაც ირაკლი კობახიძის ფაქტორი რომ არა, საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილიყო"

"გულწრფელად მინდა გითხრათ, ამ გაანალიზებული და მოყოლილი 8 წლის პერიოდში არაერთი რთული მომენტი გავიარეთ, ბევრი სიბინძურე იყო, ცრუ ბრალდებები და ტალახი. პირადად ირაკლი კობახიძე იყო ოპოზიციის ნომერ პირველი სამიზნე და რომ არა მისი ინტელექტუალური და ემოციური მდგრადობა,  მისი გონიერება და პოლიტიკური ალღო და რაც მთავარია, მისი პატრიოტიზმი, რთული იქნებოდა ჩვენს საპარლამენტო გუნდს ეს სირთულეები გადაელახა. დამეთანხმებიან კოლეგები, ყოფილა მომენტები, როდესაც ირაკლი კობახიძის ფაქტორი რომ არა, საპარლამენტო უმრავლესობის მდგრადობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილიყო, იმიტომ რომ ჩვენ ვენდობოდით და ვიცოდით, რომ ყველა ნაბიჯი იქნებოდა სწორი და სახელმწიფოებრივ ინტერესებში. მე მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს თავისი საპარლამენტო საქმიანობისთვის, თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის, ადამიანობისა და მეგობრობისთვის, წარმატებები ახალ პოზიციაზე თქვენს გუნდთან ერთად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა