ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ნახვები: 637 შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

შარლ მიშელის განცხადებით, ალიევთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან სამომავლო ჩართულობის მნიშვნელობას.

„განვიხილეთ ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები, თანამშრომლობა, მათ შორის დაკავშირებადობის და ენერგეტიკის მიმართულებით. ასევე გვქონდა არსებითი დისკუსია სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ. მივესალმები აზერბაიჯანის ვალდებულებას, განაახლოს ბრიუსელის პროცესის სამმხრივი შეხვედრა სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის წინსვლისთვის“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევი ხმების 92 პროცენტით ლიდერობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა