Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას!

ნახვები: 577 პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას!

თიხის ფეხებზე შემდგარ ჯუჯა კაცებთან გვაქვს საქმე - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანა ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრებაა.

"ამოცანას არ წარმოადგენს ხალხის პრობლემების მოგვარება. მათი დღის წესრიგია, რომ კვლავ ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდნენ. არაფრის გამკეთებლები არ არიან, ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი არ გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას," - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მან ასევე ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ერთი ოპოზიციონერისაც კი ეშინია.

"თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე კვოტით ვინც არის, შეიძლება ჩახსნან. ამას გააკეთებს "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ იმ ერთი ადამიანისაც კი, რომელიც წარმოდგენილია ოპოზიციის მხრიდან. აქ პერსონაზე კი არ არის საუბარი, ოპოზიცია რომ ფიგურირებს ამის ეშინიათ. [ისინი] არიან პატარა ადამიანები. თიხის ფეხებზე შემდგარ ჯუჯა კაცებთან გვაქვს საქმე," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა