ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თეთრი სახლი - უკრაინელები იძულებულები არიან, საბრძოლო მასალები დიდი სიფრთხილით გაანაწილონ

ნახვები: 641 თეთრი სახლი - უკრაინელები იძულებულები არიან, საბრძოლო მასალები დიდი სიფრთხილით გაანაწილონ

უკრაინელი სამხედროები დიდი სიფრთხილით ანაწილებენ საბრძოლო მასალას, რადგან შიშობენ, რომ მარაგი ამოიწურება, აცხადებენ თეთრს სახლში. 

„ბრძოლის ველის მეთაურები ახლა იღებენ მართლაც რთულ გადაწყვეტილებებს. ვიცით, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფში ისინი ძალიან, ძალიან ფრთხილად ანაწილებენ თავიანთ საბრძოლო მასალას, რადგან იწყებენ შეშფოთებას, რომ მარაგი ამოიწურება“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, რუსები ცდილობენ, ისარგებლონ მომენტით და შეუტიონ უკრაინულ პოზიციებსა და მშვიდობიან ქალაქებს.

„რუსებმა ეს იციან. ამიტომაც ისინი აგრძელებენ დრონებისა და რაკეტების გაშვებას - რათა აიძულონ უკრაინელები, გამოიყენონ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლის ჩანაცვლებაც, იციან, რომ ახლა არ ხდება“, - აღნიშნა კირბიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა