ილია მეორეს სამების ტაძარში დღეს გადაასვენებენ, მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გოჩა მირცხულავა: ეკლესიას ილია II-ს გარეშე - ოთხი უმძიმესი გამოწვევა
პატრიარქის დაკარძალვასთან დაკავშირებული დეტალები წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდება
ილია მეორე გარდაიცვალა
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება
რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი - იმედია, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია
ბათუმში, სპეცოპერაციის ფარგლებში, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები დააკავეს
საია - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 20 ივნისის საქმეების აღსრულების საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ განხილვას იწყებს

თიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია

07.02.2024 ნახვები: 642

რეგიონში პირველად, გავლენიანმა საერთაშორისო კონკურსმა Agile Business Award-მა თიბისი საუკეთესო ეჯაილ ბიზნესად დაასახელა. თიბისიმ გამარჯვება ისტორიულად ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაში - Overall Business Agility-ი მოიპოვა. კონკურსს ყოველწლიურად Agile Business Consortium ატარებს.

თიბისი იყო პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო საქართველოში. სწორედ ამ პროცესების შეჯამებით აიღო ჯილდო, რომელიც ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ მოპოვებული როგორებიცაა: Natwest Group, RHB Banking Group, Vodafone, bp, Capgemini.

თიბისი, როგორც საქართველოში ეჯაილის ფუძემდებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობით უჭერდა მხარს ამ მიმართულების განვითარებას. 2022 წელს უკვე ნათლად გამოიკვეთა დადებითი შედეგები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში და ტექნოლოგიური პროცესების სისწრაფეში აისახა.

Agile Business Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ამ მიმართულებით ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია - Agile Business Consortium ატარებს. თავად ეს ორგანიზაცია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე Business Agility-ს პრაქტიკების გავრცელებას. ჯილდოები 4 კატეგორიაში გაიცემა - Agile in Marketing, Agile in HR, Agile in Finance და Overall Business Agility.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა