ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა

ნახვები: 640 აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო "რესპუბლიკელების" მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც მოითხოვს პალატის უმრავლესობის 2/3-ის - მათ შორის სულ მცირე 72 "დემოკრატის" - თანხმობას დამტკიცებისთვის. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ჩავარდა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა