ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ზარქუა - დასამალი რა გვაქვს?! - პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან

ნახვები: 512 ირაკლი ზარქუა - დასამალი რა გვაქვს?! - პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან

დასამალი რა გვაქვს?! - პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„არ მაქვს ინფორმაცია, მე როგორც ვიცი, ბიუროზე დამტკიცებულია, რომ ყველა ჯგუფს ფრაქციის ფორმატში შეხვდებიან, მოუსმენენ. თუ “ნაციონალურ მოძრაობას“ კითხვები არ აქვს, ეს მათი პრობლემაა. დასამალი რა გვაქვს, მთავრობას ვამტკიცებთ, რომლის ძირითადმა ბირთვმა შეძლო სწორედ ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ და ეკონომიკური ზრდა გვაქვს მესამე წელია. პირიქით, ოპოზიცია გვემალება და იქით დავდევთ, რომ კითხვა დასვას. ასე რომ, ჩვენი მხრიდან არ იქნება პრობლემა”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს აცხადებს, მინისტრობის კანდიდატები მათ ფრაქციის ფორმატში შეხვდნენ. როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის თავმჯდომარესა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა