ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია

ნახვები: 634 ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია

ხვიჩა კვარაცხელია, სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია.

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.

„ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია 42 წლის (1981 წელი) შემდეგ, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს – სლავა მეტრეველი 1964 წელს, პირველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს – მურთაზ ხურცილავა, ხოლო 1981 წელს – რამაზ შენგელია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

მედიის რჩეული ქალი სპორტსმენი ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა) გახდა. საუკეთესო გუნდად ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები დასახელდა. წლის ახალგაზრდა სპორტსმენად გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი) აირჩიეს. წლის საუკეთესო მწვრთნელი კი საქართველოს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების დამრიგებელი რამაზ სვანაძე გახდა. ტრადიციულად, ასოციაციამ სპორტული ჟურნალისტებიც დააჯილდოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა