ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯოზეფ ბორელი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ

ნახვები: 405 ჯოზეფ ბორელი - ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელმა კომენტარი აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმების შემდეგ გააკეთა.

„ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სცადოს“, - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა