მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

"თიბისის" მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

ნახვები: 621 "თიბისის" მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

თიბისისა და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს.

3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი იასპარეზებს.

10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, თიბისი აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა