ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ჩვენთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება

ნახვები: 645 „უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ჩვენთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე კომენტარი გააკეთა და გუნდისთვის ქართველი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველივე დღიდან გიორგიმ ჩვენზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. ის შესანიშნავი მოთამაშეა, ძალიან კარგი მენტალიტეტით. გიორგი მაღალი კლასის ფეხბურთელია.

ვფიქრობ, ეს ტრანსფერი მისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან აღარ იფიქრებს, ზაფხულში რა მოხდება. წინა თამაშებში უკვე ვნახეთ, რომ ჩაკვეტაძე „უოტფორდისთვის“ სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.

გიორგი ძალიან ენერგიული მოთამაშეა და მოედანზე თავისუფალია. ახლა იცის, რომ „უოტფორდი“ მისი მუდმივი სახლია და ჩვენ შეგვიძლია, მომავალზე მასთან ერთად ვიფიქროთ“, – თქვა ვალერიენ ისმაელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა