Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტთან პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავთ

ნახვები: 581 არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტთან პოლიტიკურ დებატებში შესვლას არ ვგეგმავთ

ჩვენ არ ვგეგმავთ, პრეზიდენტთან პოლიტიკურ დებატებში შევიდეთ, ყველა საკითხზე ვიცით მისი პოზიცია და ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ დავიცვათ კანონი და წესები, რომელიც მის პარლამენტში მოსვლას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მერწმუნეთ, ჩვენი დამოკიდებულება იქნება ადეკვატური და სამართლიანი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გზავნილებს ელოდება საქართველოს პრეზიდენტისგან მმართველი გუნდი. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა აქვთ სათქმელი კანონმდებლებს სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც მომავალ კვირას პარლამენტში მოუსმენენ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს არის დღე, როცა არა კანონმდებლებს აქვთ სათქმელი მისთვის, არამედ პრეზიდენტი წარსდგება ანგარიშით პარლამენტის წინაშე.

„პარლამენტი იცავს კანონს, იცავს რეგლამენტს და, შესაბამისად, ჩვენ მას პლენარულ სესიაზე მოვუსმენთ, თუმცა ამ კვირაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი და ჩვენი ყურადღება მთლიანად ქვეყნის მომავლის გარშემო არის მობილიზებული. მართალი გითხრათ, არ მოველი, რომ რაღაც ცხარე დებატები იქნება. ალბათ უფრო მშვიდად ჩაივლის ეს ყველაფერი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა