ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას, მას ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის

ნახვები: 466 ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვლება, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას, მას ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

კობახიძემ ამის შესახებ პარტიის ყრილობის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება მთავრობას, თქვენ იცით, რომ გასული სამი წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილური გარემოს შენარჩუნება, ჩვენ მოვახერხეთ და ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ, ეს იყო ის წარმატებები, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია მთავრობის საქმიანობასთან, პირველ რიგში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობასთან და რა თქმა უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი მიუძღვის მთავრობის თითოეულ წევრს. პირველ რიგში, ამის გათვალისწინებით, როდესაც საუბარი გვქონდა გუნდში მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით და მინდა, ხაზი გავუსვა, პირველ რიგში, რომ მთავრობის თითოეულ წევრს შევთავაზე დარჩენა, ერთადერთი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიცია იყო, რომ მას სურდა პოლიტიკიდან სხვა სფეროში გადანაცვლება. მე პატივს ვცემ მის პოზიციას, შესაბამისად, ერთადერთი ცვლილება განხორციელდება საქართველოს მთავრობაში, თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა. ეს არის ის შემადგენლობა, რომელიც ოფიციალურად წარედგინება პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა