ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება

ნახვები: 484 ზურაბ ჭიაბერაშვილი - ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება

ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან ხაზგასმული იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების და თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს და ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

სწორედ ამ კონტექსტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან იყო ხაზგასმული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ეს 9 ნაბიჯი არის საშუალება იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა