საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე - რას ამბობენ ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის სასიკეთო არაფერია

31.01.2024 ნახვები: 671

ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტებისთვის სასიკეთო არ არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

“ის, თუ რას ამბობენ აღნიშნულ ფაქტზე [სამთავრობო ცვლილებებზე} ოპონენტები არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათთვის სასიკეთო არაფერია. მათთვის სასიკეთო არაა, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, ესეც მათთვის არ არის სასიკეთო, მთლიანად კოლექტიური “ნაცებისთვის”. არც ის, რომ კობახიძე პრემიერი იქნება.

მინდა ღარიბაშვილს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმისთვის, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, გახსოვთ როგორი შემოტევები იყო, თუმცა ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და სტატუსის მიღება. ირაკლი ღარიბაშვილი არსად მიდის, პარტიას იბარებს და ერთიანი ძალისხმევით შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას.

ირაკლი კობახიძეს მინდა წარმატება ვუსურვო, მას ძალიან დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში. ის რომ, ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, კობახიძის დიდი დამსახურებაა. ერთობლიობაში, გუნდი ძალიან დიდ ენერგიას ქმნის. ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება წარმოდგენილი”,- აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა პრეზიდენტისგან “სიურპრიზს”, რომ შესაძლოა, არ მოაწეროს ხელი კობახიძის პრემიერად დანიშვნას, კალაძე ამბობს, რომ “არ ელოდება და ალბათ მოაწერს ხელს”.

“2024 წლის არჩევნებისთვის დაწყებული გვაქვს მზადება. კამპანიას რომელსაც წარვმართავთ ერთიანი ძალით და ხალხის დახმარებით შევძლებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეთ”, - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მან “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რამდენიმე დღის წინ ნახა.

“ყრილობამდე იყო შეხვედრები, პოლიტსაბჭოც, ივანიშვილიც ესწრებოდა. ბოლოს რამდენიმე დღის წინ ვნახე”,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა