ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის მაჩვენებელმა დაიკლო

ნახვები: 517 შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის მაჩვენებელმა დაიკლო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე 2023 წლის დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, დაკლებულია.

შსს-ს ცნობით, როგორც წინა წლებში, 2023 წელსაც გაგრძელდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის მატების ტენდენცია და გასულ წელს საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.87 პროცენტი.

2023 წელს შემცირებულია სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. საანგარიშო პერიოდში განზრახ მკვლელობებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობების 178 ფაქტი დარეგისტრირდა, რაც, 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია 8.71 პროცენტით. ასევე შემცირებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებიც.

შსს-ს მონაცემების თანახმად, გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები.

„პოლიციის მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ გატარებული შედეგიანი სამართლებრივი პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები. 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის გამოვლენის ფაქტები გაზრდილია 20.53 პროცენტით“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება კიბერდანაშაულის მიმართებითაც და 7,3 პროცენტით მეტს შეადგენს.

„მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობისა და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად, 2023 წელს გაზრდილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. რაც შეეხება ქორწინების იძულების ფაქტებს, 2023 წელს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია, რაც მეტწილად საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებითაა განპირობებული“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა