ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ზურიკო დავითაშვილის გოლით „ბორდომ“ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა

ნახვები: 650 ზურიკო დავითაშვილის გოლით „ბორდომ“ ჩემპიონატის ლიდერი დაამარცხა

ზურიკო დავითაშვილმა „ბორდოში“ დიდი ხნის პაუზის შემდეგ გაიტანა და გუნდს საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერ „ანჟერთან“ მოგებაში დაეხმარა – 1:0. 22-ე ტურის შეხვედრას „ბორდომ“ უმასპინძლა. დავითაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 89 წუთი ითამაშა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. „ბორდომ“ ანგარიში 70-ე წუთზე გახსნა – მასპინძლების შეტევა ზურიკო დავითაშვილმა დააგვირგვინა და გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა. ჟირონდელები 72-ე წუთიდან მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ – არბიტრმა მათი მცველი, ჟან მარსელინი გააძევა.

22 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 28 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე დაწინაურდა. ქართველი შემტევისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე გოლი იყო. ბოლოს დავითაშვილმა თავი სამ ოქტომბერს გამოიჩინა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა