Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

Global Finance-მა თიბისი 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

ნახვები: 579 Global Finance-მა თიბისი 2024 წელს საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, 24-ე დაჯილდოებაზე, თიბისი, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით, კიდევ ერთხელ დაასახელა საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

“ბოლო დროს, Global Finance-ის დაჯილდოება და ზოგადად, საერთაშორისო ბაზარი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე აკეთებს, რადგან ტექნოლოგიების ეპოქაში, მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას სწორედ ციფრული შესაძლებლობები და ავტომატიზებული სერვისები ქმნის. თიბისი ამ ჯილდოს წლებია ზედიზედ იღებს, რაც ადასტურებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ტექნოლოგიური კომპანია ვართ, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. 2024 წელს განვაგრძნობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საერთაშორისო ვაჭრობაში მხარდაჭერას, რაშიც  ჩვენი გუნდის წევრების ექსპერტული გამოცდილება, თიბისის ციფრული შესაძლებლობები და მსოფლიოს მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვეხმარება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

 

„გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, პროცესების გაციფრულებისა და ამ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრირების აუცილებლობას ზრდის. სწრაფად ცვალებად და გარდამავალ ეპოქაში, ბანკების კორპორაციული კლიენტები სანდო პარტნიორს და საყრდენს, სიმარტივეს და სიზუსტეს ეძებენ. თავის მხრივ ბანკები, რომლებიც ვაჭრობის დაფინანსებას უჭერენ მხარს, მიწოდების ჯაჭვში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფით ცდილობენ, რომ გაუმკლავდნენ ეკოსისტემების დაზიანებას და ეფექტურად უპასუხონ გარემოს დაცვით, სოციალურ და კორპორაციული მართვის (ESG) მზარდ ტენდენციას“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის გამოცემისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

 

წელს, რიგით 24-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლები მსოფლიოს 100 ქვეყანაში დაასახელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა