ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერობის ახალ კანდიდატსა და წარდგენილ გუნდს ნდობა გამოუცხადოს

ნახვები: 504 პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერობის ახალ კანდიდატსა და წარდგენილ გუნდს ნდობა გამოუცხადოს

საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

თავად პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება.

თავის მხრივ, პარლამენტს ორი კვირის ვადა აქვს, რათა პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ სამთავრობო გუნდსა და პროგრამას ნდობა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება კი არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას გააჩნია. ამ კონტექსტში, როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გახდა საპატიო თავმჯდომარე, ცვლილება განხორციელდა, რომლის მიხედვით, პარტიის პოლიტიკური საბჭო პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, მისივე განცხადებით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობა. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ასევე დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე განიხილება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა