ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

გივი მიქანაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ გადადგომის და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებს

29.01.2024 ნახვები: 569

გვაქვს მოლოდინი და არ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ გადადგომის და ერთ-ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან შეერთების გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „საქართველოსთან მიმართებაში „გლობალური ომის პარტიის“ მიზნები კვლავაც არ განელებულა, ისინი ამ ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას ვერ ეგუებიან, მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლელოს“ პროექტი ჩაუვარდათ, ასევე ჩაუვარდათ გახარიას პროექტი 2021 წლის არჩევნებზე და ახლა გარკვეული გადაჯგუფებების გაკეთებას ცდილობენ“.

მიქანაძის თქმით, სურთ, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, თითქოს და რაღაც ნეიტრალური ფლანგის ფორმირება ხდება „ლელოს“, გახარიას, ლომჯარიას, ნიკა მელიასა და სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის გაერთიანებით, სინამდვილეში კი ეს არის პროექტი „ნაციონალური მოძრაობა 2“.

„სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ პირდაპირ მხარე აირჩია და ოპოზიციის რადიკალური ფრთის დღის წესრიგში ჩაეწერა. ზურაბიშვილი ასეთ ნაბიჯს გადადგამს თუ არა (არჩევნების წინ გადადგომა), აქედან არსებითი შედეგის მოლოდინი არა გვაქვს. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რა ნაბიჯები გადადგმა მან ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება გადაჯგუფებებს, ვხედავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი იქამდე მივიდა, რომ პარტია არა თუ გაიყო, არამედ დარჩენილ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ არის შიდა დაპირისპირებები. ყოველ დღე გვესმის, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველ დღე ტოვებენ, უჩივიან პარტიის ლიდერებს და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს კრიზისი ძალთა გადანაწილებას უკავშირდება, არის ხელოვნურიც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა