ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

ნახვები: 502 საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

საბერძნეთის მთავრობამ უკრაინისთვის მოძველებული იარაღის სისტემების მიწოდებას დაუჭირა მხარი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბერძნულ გამოცემა Kathimerini-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა უკრაინაში იმ იარაღის მიწოდება, რომელსაც საბერძნეთის არმია აღარ იყენებს. ამ დროისთვის უცნობია, რას მოიცავს დახმარების პაკეტი. „დოიჩე ველე“ წერს, რომ საბერძნეთის შეიარაღებაში შედის საბჭოთა დროის საჰაერო თავდაცვის სისტემები Tor-ი, Osa, S-300-ი და ZU-23-2-ის საზენიტო იარაღი.

27 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საბერძნეთისთვის 8.6 მილიარდი აშშ დოლარის F-35 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვა დაამტკიცა. საბერძნეთს შეუძლია მიიღოს 20 საბრძოლო თვითმფრინავი, მათი 42 ძრავა, ასევე მართვის სისტემები და სათადარიგო ნაწილები. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება კონგრესმა 30 დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

იმავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, კირიაკის მიცოტაკისს წერილი გაუგზავნა, სადაც მოუწოდებს, რომ ვაშინგტონის მხრიდან დამატებითი, 200 მილიონი დოლარის დახმარების სანაცვლოდ, უკრაინას იარაღი გადასცეს, ან მიყიდოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა