ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მეუფე იაკობი - ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და, უბრალოდ, დამარცხდებით

ნახვები: 635 მეუფე იაკობი - ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და, უბრალოდ, დამარცხდებით

ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და, უბრალოდ, დამარცხდებით, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ბოდბეში ნინოობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავს მიხედეთ“.

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი გაანებეთ, რადგან კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიანო მას. ვერ მოერევით. წარმოიდგინეთ, მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. რომლებიც იძახიან ეკლესიაზე-  „რუსული, რუსული, რუსული“, გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას ამბობს, მართლაც, ეროვნული მოძრაობის პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე – ვინ და რა იყვნენ. ყველას ყველაფერი გვახსოვს.

ძალიან გთხოვთ, თავი გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას, თორემ გამოწვევას მივიღებთ და, უბრალოდ, დამარცხდებით. მუქარის გარეშე, რადგან არაფერზე დგახართ. არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი, რაიმეთი რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენს თავს მიხედეთ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა