ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება

ნახვები: 500 რუსეთის ტყვეობაში 8 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება

8 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები, კვლავ რუსეთის ტყვეობაში იმყოფება, - ამის შესახებ ომის ტყვეების საკითხებზე უკრაინის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა, იური ტარანიუკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსული აგრესიის დროს მოსკოვთან შეთანხმდა და განხორციელდა ტყვეების 49 გაცვლა.

„საკოორდინაციო შტაბის მიზანია უკრაინაში რუსული ტყვეობიდან თითოეული ადამიანის დაბრუნება. ეს ეხება როგორც სამოქალაქო პირებს, ასევე სამხედრო ტყვეებს. დღემდე განხორციელდა 49 გაცვლა და 2828 ადამიანი დაბრუნდა სახლში, აქედან 2681 სამხედრო და 147 მშვიდობიანი მოქალაქე. ამჟამად, ტყვეობაში 8000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. აქედან 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა იური ტარანიუკმა.

მისივე თქმით, საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს ათიათასობით უკრაინელის ძებნას, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან. ამასთან, ტარანიუკმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დაკარგულთა უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.

უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების ბოლო გაცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა. 3 იანვარს სამშობლოში 230 უკრაინელი დაბრუნდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა