ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯეიკ სალივანი - აშშ მიესალმება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას

ნახვები: 500 ჯეიკ სალივანი - აშშ მიესალმება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას

აშშ მიესალმება შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის პარლამენტის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა შვედეთის განცხადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. ეს იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი აშშ-ის პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის. შვედეთი არის ძლიერი, ქმედითუნარიანი თავდაცვის პარტნიორი, რომლის ნატო-ში გაწევრიანება აშშ-სა და ალიანსს უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს გახდის“, – წერს სალივანი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ახლა უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა