ანა წითლიძე მოსამართლეებს: მე არ გთხოვთ, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილოთ – საქართველოს ჰყავდა ანწუხელიძეც და ორჯონიკიძეც, რომელ გზას აირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია
გოჩა მირცხულავა: პარტიების აკრძალვით, ივანიშვილი მილიონ ამომრჩეველს ეუბნება -ფეხებზე მკიდიხართ!
მაია კოპალეიშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია – არცერთ ოპოზიციურ პარტიას კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
საქართველოში რესპირატორული ვირუსების სეზონი აქტიურდება – შემთხვევების 54%-მდე რინოვირუსზე მოდის, ნოემბრიდან გრიპის მატებას ელოდებიან
ანა წითლიძე: საკონსტიტუციო სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმეზე ფაქტობრივ მტკიცებულებად სამართლებრივი აბსურდი მიიღო
ილჰამ ალიევი: ომში ჩართულმა ქვეყნებმა აზერბაიჯანის გამოცდილება უნდა შეისწავლონ – ომის დაწყება ადვილია, დასრულება კი რთული
გიგა ფარულავა: პარტიების აკრძალვის შემთხვევაში „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს დატოვებს – სამოქმედო გეგმას საზოგადოებას მალე გავაცნობთ
თენგიზ აბლოთია: ზანგეზურის დერეფნის პროექტის შესაძლო შეფერხებით მთავარი სარგებელი ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს

თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს

ნახვები: 511 თინა ბოკუჩავა - აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს

აუცილებელია, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს - ამისთვის პარტიათა გამსხვილება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, - ასეთია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას პოზიცია.

როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში არც ერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს, რაც იმდენად პრინციპული საკითხია, რომ ყველა პოლიტიკურ და პერსონალურ ამბიციებზე მაღლა უნდა დადგეს.

მისივე თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილია არჩევნებში გამარჯვება და არა პარტიული ხმების დათვლა.

„გამოვთქვამ იმედს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, ლიდერი და პოლიტიკოსი საკუთარი ელექტორალურ პოტენციალთან დაკავშირებით იქნება რეალისტური და გადაწყვეტილებებს დაჯგუფებებთან და კოალიციებთან დაკავშირებით აქედან გამომდინარე მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ხმები საარჩევნო შედეგებში აისახოს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულმა ოპოზიციურმა პარტიამ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს, ოპოზიციური ხმები არ გაიფლანგოს და ის "ქართულმა ოცნებამ" არ მიიტაცოს. ეს არის მთავარი ამოცანა - დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პარტია ამ ამოცანიდან გამომდინარე იმოქმედებს.

ეს არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება - დარჩება საქართველო რუსეთის ამარა ივანიშვილის ხელში თუ მოიპოვებს გამარჯვებას, თავისუფლებას და ევროპულ მომავალს კოალიციური ხელისუფლების პირობებში.

იმედი მაქვს, რომ ამ კოალიციურ ხელისუფლებაში შევა ყველა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ყველა პროდასავლურმა პარტიამ გადალახოს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა