ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რომან გოცირიძე - წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა მიმდინარეობს

ნახვები: 429 რომან გოცირიძე - წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ ლიდერების განბანვა მიმდინარეობს

აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული - გამოდის, ეს არის წინასაარჩევნოდ, "ქართული ოცნების" ლიდერების განბანვა, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ლიდერების ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ლიდერების "შემოწმება" ეჭვებს ბადებს.

"ქონებრივი დეკლარაციის შემოწმება როგორც ცნობილია, ხდება შემთხვევითობის პრინციპით. ასე იყო წესი, თუ ახლა არ შეცვალეს რამე. არავინ იცის თუ ვისი დეკლარაცია უნდა შემოწმდეს. აქ პირდაპირ დალაგდა "ქართული ოცნების" მთელი უფროსობა, პრემიერ-მინისტრით დაწყებული, დამთავრებული მურუსიძით. ანუ, ყველა იმ ადამიანის "შემოწმება" იწყება, რომელთა მიმართაც არის სერიოზული ეჭვები. თუ წინასწარ გააფრთხილე, დეკლარაციას ლამაზად დაუწერ და შემდეგ წინასაარჩევნოდ გამოაცხადებ, რომ "აი, ხომ ხედავთ" მთელი "ქართული ოცნება" შევამოწმეთ და ვერანაირი ხარვეზი ვიპოვეთ, ან ტექნიკური ხარვეზები გამოვავლინეთ, რომელიც არსებითად არაფერს ცვლის", ეს პირიქით, გამოდის წინასაარჩევნოდ, განბანვა "ქართული ოცნების" ლიდერების. ამიტომ ეჭვს იწვევს. როგორი კომისიაც არ უნდა შექმნა, თავად ის გვარები და სახელები, რომელიც ამ ფორმით შეირჩა, მათი შემოწმება ეჭვებს ბადებს. აშკარად ჩანს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული და დეკლარაციები არის მაქსიმალურად გასუფთავებული“, - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციულმა ბიურომ 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, ბიურო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, მინისტრთა კაბინეტის წევრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტის დეპუტატების, ასევე, თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციებითაც დაინტერესდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა