ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, ოროთახიან პალატაშია მოთავსებული

ნახვები: 544 ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე - კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, ოროთახიან პალატაშია მოთავსებული

როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა, რადგან ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში.

„წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები და საფუძვლები, ეს ასე ჩანს. თუ საუბარია დისკრიმინაციაზე, ეს არის ერთგვარი პოზიტიური დისკრიმინაცია. კაცი, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში, სინამდვილეში არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში მოთავსებული. სპეკულაციები ხშირად გვესმის ამ თემასთან დაკავშირებით და აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში, არაჰუმანურ მოპყრობასთან და ასეთი ადამიანი დღეს არის ოროთახიან პალატაში განთავსებული, რაც იმ საერთო წინსვლაზე მიანიშნებს, რომელიც განიცადა ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა