სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

ზურაბ ჩხაიძე წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშზე - სამედიცინო კუთხით დასკვნას გავითვალისწინებთ

18.01.2024 ნახვები: 606

რაც „ვივამედში“ სამედიცინო კუთხით კეთდება, სრულიად ადეკვატურია და ჩვენთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივაა, კლინიკა გარემო წესების დაცვაში ვერანაირად ჩაერევა, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშის თაობაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა გაწერილია და პირველივე დღიდან ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მას სრულიად ადეკვატური მკურნალობის კურსი აქვს ჩატარებული, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სხვადასხვა დარგის სპეციალისტთანაა შეთანხმებული.

„გარემო არ არის კლინიკის კომპეტენცია და კლინიკა გარემო წესების დაცვაში ვერანაირად ჩაერევა. კომიტეტის დასკვნაში მნიშვნელოვანია ის, რომ ყურადღება გამახვილებულია სამედიცინო მხარეზე. სრულიად გვეთანხმებიან, რომ პაციენტებს, მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სრული წვდომა აქვთ სამედიცინო სერვისებზე, რის შემდეგაც მათ უტარდებათ ადეკვატური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. ესაა ჩვენთვის მთავარი. ის, რაც კლინიკაში სამედიცინო კუთხით კეთდება - იქნება ეს კვლევები თუ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მკურნალობა, სრულიად ადეკვატურია, ჩვენთვის ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გარემოს, ეს პენიტენციური დაწესებულების პრეროგატივა და კომპეტენციაა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

რაც შეეხება კომიტეტის ანგარიშის იმ ნაწილს, რომ „კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები“, ჩხაიძე განმარტავს, რომ კლინიკას ფსიქიატრი მუდმივად ვერ ეყოლება.

მისივე თქმით, კლინიკა სამედიცინო კუთხით დასკვნას გაითვალისწინებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამედიცინო კუთხე და ამ კუთხით დასკვნას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება ვიწრო სპეციალისტების მუდმივ შტატში დაკავება-არდაკავებას, არ ვართ ფსიქიატრიული კლინიკა, ამიტომ კლინიკაში ფსიქიატრი მუდმივად ვერ გვეყოლება. ჩვენ გვაქვს ფსიქიატრებთან ხელშეკრულება გაფორმებული. როდესაც მათი ჩართულობა საჭიროა, ვიწვევთ ამ ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, აქვთ საშუალება, ჩაატარონ კონსულტაციები და დანიშნონ მკურნალობა“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კომიტეტს სამედიცინო კუთხით შენიშვნები ფაქტობრივად არ აქვს.

„რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ისე, რომ პაციენტს, შესაბამისი კვლევები, რაც მისთვის საჭირო და აუცილებელია, დროულად ჩაუტარდეს“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა“ კომიტეტის დელეგაციის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც „ვივამედის“ კლინიკაში არსებული ვითარებაა შეფასებული. დოკუმენტში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც არის საუბარი, რომელსაც ანგარიშის ავტორები, როგორც „პაციენტ C”-ს მოიხსენიებენ

დოკუმენტის თანახმად, დელეგაციამ, გამოავლინა რეალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების და მულტიდისციპლინური მიდგომის არარსებობა.

„კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი იყო ის, რომ კლინიკაში არ მუშაობდნენ არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგები. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტი“ რეკომენდაციას იძლევა, რომ გადაიდგას ნაბიჯები კლინიკის „ვივამედის“ დაცულ პალატაში გადაყვანილ პატიმრებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის (მათ შორის ფსიქოლოგიური დახმარების) ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა