ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონმდებლობით, მამაკაცს თუ სამობილიზაციო ასაკი აქვს, უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს

ნახვები: 646 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონმდებლობით, მამაკაცს თუ სამობილიზაციო ასაკი აქვს, უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს

უკრაინას ყოველთვის აკლია ხალხი ფრონტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მობილიზაციაზე საუბრისას ზელენსკი უცხოეთში მყოფი უკრაინელი მამაკაცების საკითხსაც შეეხო.

„უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მამაკაცს თუ აქვს ასაკი, რომ მობილიზაციის დროს გამოცხადდეს ომში, მაშინ ის უკრაინაში უნდა იმყოფებოდეს. ეს არის ფაქტი. შემდეგ ან იბრძოლებს, ან იმუშავებს. ჩვენ ომში ვართ, ამიტომ ან მუშაობ, ან იბრძვი, რადგან ერთი სამხედროს ხელფასი ექვსი-რვა ადამიანის გადასახდელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან სამხედროების ანაზღაურებაზე საუბრისას განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერა არ არის მიმართული უკრაინელი სამხედროების ხელფასების უზრუნველსაყოფად და მას ხალხის გადასახადებიდან იხდიან.

„ეს არის სამართლიანობის საკითხი. შეიძლება, მუშაობდე და არ იყო ფრონტზე. ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე, მაგრამ გადასახადები უნდა გადაიხადო. ზოგადად, გადასახადების გადახდა სამართლიანია, მაგრამ ომის დროს ეს ძალიან მწვავეა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა