ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

კოკა მორგოშია ; "აქ არაფერი დესტრუქცია არ იქნება" - რუსთაველზე რადიკალების აქცია იწყება

ნახვები: 637 კოკა მორგოშია ; "აქ არაფერი დესტრუქცია არ იქნება" - რუსთაველზე რადიკალების აქცია იწყება

სტალინის გამოსახულებიანი ხატის დასაცავად, რადიკალური მოძრაობის წევრები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. კოკა მორგოშია და აქციის ორგანიზატორები ცოტა ხანში მიმართავენ ხელისუფლებას და დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილებს და თავიანთ გეგმას გააჟღერებენ.

ამის შემდეგ აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის განყოფილებასთან, სამართალდამცველებს ნატა ფერაძის დასჯას მოსთხოვენ და ამის შემდეგ ისინი გეგმავენ, რომ ავიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და მოილოცონ იმ ხატთან, რომელიც ბოლო დღეებია განხილვის თემაა.

პარლამენტის წინ ახლა უამრავი პოლიციელია შეკრებილი. როგორც ჩანს ადგილზე ელოდებიან, რომ ადგილზე შესაძლოა ვითარება დაიძაბოს.  აქციის შესაძლო დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში გადაზრდაზე ცოტა ხნის წინ საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება. 

რადიკალების ლიდერი კოკა მორგოშია კი ამბობს, რომ ადგილზე არანაირი დესტრუქცია არ იგეგმება.

"აუცილებლად, სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და 166-ე მუხლი საერთოდ არ გამოხატავს ქართველი მოქალაქეების ნებას. აუცილებლად სხვა მუხლით უნდა გასამართლდეს ნატა ფერაძე და საქართველომ უნდა ნახოს მყარი და პრინციპული სახელმწიფოს პოზიცია. არ ვეთანხმებით და ვთვლით, რომ საპატრიარქოს განცხადება არის სუსტი. ჩვენ არ ვიძახით, რომ ეს კანონიკურად არასწორია. მაგრამ არასწორია და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც არადეკვატურად მიიღებს ულტრალიბერალური ფლანგი. აღიქვამს, როგორც გამარჯვებას და ამითი არაფერი არ შეიცვლება. პირიქით, უფრო ინტენსიური გახდება მათი თავდასხმა დედა ეკლესიაზე. დესტრუქციულ ქმედებებში რომ არ უნდა მიიღოს სასულიერო პირებმაც მონაწილეობა და არც ჩვეულებრივმა სამოქალაქო პირებმა, მაგას ჩვენც ვადასტურებთ. აქ არაფერი დესტრუქცია არ იქნება. ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილის სწორი და კორექტული პროტესტი იქნება", - ამბობს მორგოშია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა