ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ისრაელის საელჩო: დეისაძე არის ანტისემიტი, სამარცხვინო პიროვნება

ნახვები: 492 ისრაელის საელჩო: დეისაძე არის ანტისემიტი, სამარცხვინო პიროვნება

საქართველოში ისრაელის საელჩო მუსიკოს ერეკლე დეისაძის კომენტარს ეხმაურება და მას ანტისემიტ, სამარცხვინო პიროვნებას უწოდებს. ერეკლე დეისაძემ ერთ-ერთ პოსტზე დააკომენტარა: "ყველა სიონისტი უნდა განადგურდეს".

საელჩო წერს, რომ დეისაძის სიტყვები დაგმობილი უნდა იყოს.

საელჩოს განცხადება:

"ნიღაბი ჩამოხსნილია. კიდევ ერთი „ადამიანის უფლებების დამცველი“ ჩვეულებრივი ანტისემიტი აღმოჩნდა...

გრცხვენოდეთ, ერეკლე დეისაძევ, თქვენი ანტისემიტური, უმსგავსო სიტყვებისთვის, როდესაც ყველა „სიონისტის“ განადგურებისკენ მოუწოდებთ, რაც ძირითადად ისრაელის ყველა მოქალაქე და მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობაა

7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 1400 ისრაელელი ყველაზე სასტიკი ფორმით მოკლეს და 240 ადამიანზე მეტი გაიტაცეს სისხლისმსმელმა ტერორისტებმა, ისრაელი იძულებული იყო ემოქმედა ისე, როგორც ნებისმიერი ერი მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში - საკუთარი მოქლაქეების დასაცავად შეებრძოლებოდა ველურ ტერორისტებს, ვინც ამაყობს ბავშვების მოკლვით და გოგონების გაუპატიურებით.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩვენ სწრაფად გავიაზრეთ, რომ ზოგიერთის რწმენით, როდესაც საქმე ეხება ისრაელელებზე თავდასხმას, მათ წამებას, დასახიჩრებას, გაუპატიურებას, თავდაცვის უფლება ჩვენთვის არ არსებობს.

ისინი ამბობენ, რომ თუ ხარ ისრაელელი ან ებრაელი შენ ამას იმსახურებ მხოლოდ იმის გამო, ვინც ხარ.

როდესაც პოლიტიკური კრიტიკა ცალმხრივია და შთაგონებულია „ჰამასის“ სასაუბრო თეზისებით, ხშირად ბევრი დრო არ სჭირდება რეალური ზრახვების გამოაშკარავებას და ეგრეთ წოდებული აქტივისტების მიერ ებრაელების მკვლელობის ღია მოწოდებების ამოტივტივებას საჯარო სივრცეში.

ეს ერეკლე დეისაძეა. ამაყი ანტისემიტი. არ აგერიოთ: თუ მისი სურვილი ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობის დამყარება იქნებოდა, მაშინ ის დაგმობდა „ჰამასს“, რომელიც ღიად ქადაგებს ისრაელელების მკვლელობას და ამავდროულად ჩაგრავს და შეურაცხყოფს პალესტინელებს.

მაგრამ როდესაც თქვენი რეალური სურვილი „ყველა სიონისტის განადგურებაა“, ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაცია და ებრაელების სიკვდილი, ასეთი ფაქტები თქვენთვის არაა რელევანტური.

ეს სამარცხვინო პიროვნება და მისი სიტყვები უნდა იყოს დაგმობილი".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა