სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
Artemis II-ის მისიის ეკიპაჟი დედამიწაზე წარმატებით დაეშვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის “ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება
ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს
ირანის ელჩი - ანგარიშში, რომელსაც დღეს თეირანს წარვუდგენ, მომავალი ასდღიანი პერიოდისთვის საქართველოსთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გზებს შევთავაზებ
9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძiს, შალვა პაპუაშვილის და მიხეილ ყაველაშვილის-გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა
ეკა კუპატაძე - მადლობა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს გიგა ავალიანის დედისგან - მე ღირსეული შვილი მომიკლეს

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტრამპს თავისი განცხადების გამო, რომ აშშ არ დაიცავს ევროპას, თუ მას თავს დაესხმებიან

11.01.2024 ნახვები: 545

ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები აკრიტიკებენ ტრამპს თავისი განცხადების გამო, რომ აშშ არ დაიცავს ევროპას, თუ მას თავს დაესხმებიან, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„იდეა, რომ ის მიატოვებს ჩვენს მოკავშირეებს, თუ არ მიიღებს იმას, რაც სურს, ხაზს უსვამს, რაც ჩვენ უკვე ვიცით, რაც სიმართლეა დონალდ ტრამპის შესახებ – ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას აინტერესებს, არის საკუთარი თავი“, – განუცხადა ბაიდენის კამპანიის სპიკერმა, ამარ მუსამ „პოლიტიკოს“.

მუსას თქმით, ეს კომენტარები აჩვენებს, თუ რატომ არ უნდა აირჩიონ ტრამპი.

„ყოფილი პრეზიდენტის მუქარები ნატო-ს დასუსტების შესახებ და მისი გულწრფელობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ძირს უთხრის ვაშინგტონის ეროვნულ უსაფრთხოებასა და სიძლიერეს გლობალურ ასპარეზზე. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხი წელი გაატარა დიქტატორების მყუდროებაში და ჩვენი ქვეყანა ნაკლებად უსაფრთხო გახადა“, – განაცხადა მუსამ.

როგორც „პოლიტიკო“ ფრანგ ევროკომისარზე დაყრდნობით წერს, 2020 წელს დონალდ ტრამპმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს განუცხადა, რომ აშშ არ დაეხმარებოდა ევროპას, თუ მას თავს დაესხმებოდნენ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა