ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

ნახვები: 650 პოლონეთის საელჩო სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სტალინიცაა გამოსახული

პოლონეთის საელჩო საქართველოში, სოციალურ ქსელში, საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და თან იმ ფოტოს ურთავს, სადაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ მატრონა მოსკოველის ხატზე, იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

ამის შესახებ განცხადებას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ - 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სამების ტაძარში განთავსებულია წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. ხატს გუშინ საღებავი შეასხეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა