Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

თამარ კორძაია - - ივანიშვილს შეუძლია საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა

ნახვები: 580 თამარ კორძაია - - ივანიშვილს შეუძლია საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა

პოლიტიკური პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა იმას არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მეტი საჯაროობა მოუწევს - ივანიშვილს შეუძლია ამ სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განუცხადა.

კორძაიას თქმით, ვითარება მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა ივანიშვილი რომელიმე საჯარო თანამდებობის დაკავებას დათანხმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საჯაროდ გამოსვლა მოუწევს.

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნდა. ეს პრაქტიკულად, არაფერს ცვლის, რადგან კარგად ვიცით, რომ ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდა და ეს ძალაუფლება დღესაც აქვს.

მას შეუძლია პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით ისევე დამალულად იცხოვროს, როგორც აქამდე ცხოვრობდა. თუ ის საჯაროდ გამოვა და რომელიმე საჯარო თანამდებობას დაიკავებს, ეს საზოგადოებისთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება, რადგან იძულებული იქნება უფრო ღია გახდეს საზოგადოებისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მის მზაობას და შემართებას, იყოს ღია. აშკარად ურჩევნია იყოს ჩრდილში და კულუარულად მართოს პარტია, რომელიც ვერაფერში წინააღმდეგობას ვერ უწევს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა