ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება: აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა
თენგიზ აბლოთია - გრუზინსკი ფუტბალისტები ისევ აგებენ
ათენში საცხოვრებელი სახლის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთს მაშველები ეძებენ
რომან გოცირიძე: რუსეთი სომხეთს გაზის გათიშვით ემუქრება, თუმცა ამ ბერკეტის სრულად გამოყენებით შესაძლოა სომხეთის ენერგეტიკული ბაზარი დაკარგოს
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა, ეროვნულ გუნდს 2028 წლის ბოლომდე რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
პაატა ბურჭულაძე: 4 ოქტომბრის ეროვნული კრება შედგა და დეკლარაცია ერთხმად მიიღო, „ოცნება“ კი მას ჯიუტად არ იმჩნევს
საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან დამარცხდა
არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფური ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ენტონი ბლინკენი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა ძალადობის დაუსრულებელი ციკლის თავიდან ასაცილებლად

ნახვები: 638 ენტონი ბლინკენი - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა ძალადობის დაუსრულებელი ციკლის თავიდან ასაცილებლად

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, რომ კონფლიქტი რეგიონში არ გავრცელდეს.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობისთვის საშინელი მდგომარეობაა შექმნილი, რის გამოც აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების გაზრდა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ დიპლომატიაში, როგორც თავად ღაზის მომავლისთვის, ასევე, უფრო ფართოდ, ისრაელელების, პალესტინელებისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. აშკარაა, რომ რეგიონში მცხოვრებთა უმრავლესობას აქვს ძლიერი სურვილი მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოების, კონფლიქტების დეესკალაციისა და ქვეყნების ინტეგრაციისთვის. ეს არის ერთი გზა, ეს არის ერთი მომავალი. სხვა მომავალი არის ძალადობის დაუსრულებელი ციკლი, იმ საშინელი მოვლენების განმეორება, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც პრაქტიკულად არავის სურს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა