ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯონ კირბი - უკრაინას უკვე მივაწოდეთ დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა, ახლა კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ

ნახვები: 504 ჯონ კირბი - უკრაინას უკვე მივაწოდეთ დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა, ახლა კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ

უკრაინის დახმარების გაგრძელება რომ შევძლოთ, კონგრესისგან მხარდაჭერა გვჭირდება, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინას უკვე მიაწოდეს დახმარების ბოლო პაკეტი, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე ჰქონდათ.

„ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას დახმარების ბოლო პაკეტი, რისი სახსრებიც გვქონდა, ზუსტად ახალ წლამდე, შობის შემდეგ. ახლა ჩვენ კონგრესის მხარდაჭერა უნდა მივიღოთ, რომ გავაგრძელოთ ამის კეთება“, – განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, ახლა საჭიროა დამატებითი პაკეტის გამოყოფა. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ბოლო პაკეტი 250 მილიონის დოლარის ოდენობით შობის შემდეგ დღეებში გაიცა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 60 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა აშშ-ის კონგრესმა ის არ დაამტკიცა, რადგან სანაცვლოდ თეთრი სახლისგან მექსიკის საზღვართან საიმიგრაციო უსაფრთხოების გამკაცრებას მოითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა