მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

„ევროპული ქალაქიდან ევროპაში“, მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება - 00:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე

ნახვები: 620 „ევროპული ქალაქიდან ევროპაში“, მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება - 00:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე

ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში“ მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ზუსტად 00:00 საათიდან წარუდგენენ.

„გალაკონცერტზე წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები და სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით.

პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე 200-ზე მეტი შემსრულებელი წარდგება”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა