მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი

ნახვები: 622 რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, რვა პირი კი გადაარჩინეს. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, ხოლო დაშავდა 13 ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს, მათგან 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო.

დღის განმავლობაში ასევე დაიბომბა ჩერკესის ოლქის დასახლება სმელიც, სადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა