Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

ირაკლი კობახიძე - თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკიდან გასვლა, სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, „ქართული ოცნების“ გუნდი მხოლოდ მიესალმება

ნახვები: 580 ირაკლი კობახიძე - თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკიდან გასვლა, სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, „ქართული ოცნების“ გუნდი მხოლოდ მიესალმება

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო მისი პოლიტიკიდან გასვლა, თუ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, გუნდი, მხოლოდ მიესალმება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, დაესწრება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობას, რომელიც 30 დეკემბერს გაიმართება.

„ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე არავითარი განხილვა არ ყოფილა. თავის დროზე მისი გადაწყვეტილება იყო, რაც პოლიტიკიდან გასვლას უკავშირდებოდა. სხვა გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ამ შემთხვევაში, გუნდი მხოლოდ მიესალმება, ეს არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა