მამუკა გამყრელიძე: რუსეთ-უკრაინის ომში ცუგცვანგია, კარგი გამოსავალი არ ჩანს
რომან გოცირიძე: ქონების გადასახადის შეფუთვა შეიცვალა, სისტემა კი თითქმის უცვლელი დარჩა
Macron condemns Russian strike on Ukraine's National Academy of Sciences
Ukrainian Defense Forces strike Kasta radar, Russian UAV command posts and warehouses
War update: 213 combat clashes over past day
Russian attacks continue: ADF neutralizes one anti-ship missile, two ballistic missiles, and 106 drones
Russian forces lose 1,440 soldiers and two air defense systems in past day of war against Ukraine
Ukraine's Unmanned Systems Forces destroy one Russian battalion on front line every day – 'Magyar'

იაგო ხვიჩია - მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს

ნახვები: 620 იაგო ხვიჩია - მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნაც, მასთან ე.წ. ჩხუბიც და მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნაც ისეთივე პოლიტიკური ნაბიჯია, როგორც ცოტა ხნის წინ კოალიციების შექმნა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თმით, საარჩევნო წელი მოდის და ამ წელს პოლიტიკოსების ქმედებები პოლიტიკური მოტივით იქნება ნაკარნახევი.

„არასდროს ვითხოვ, ადამიანი, ვინც ისედაც ციხეში ზის უფრო ცუდ ციხეში გადაიყვანონ. ეს ჩემი ზოგადი პოზიციაა, გინდ სააკაშვილს ეხებოდეს, გინდ სხვას. ამის გარდა, გასაკვირია ერთი მხრივ, გქონდეს კოალიცია და მეორე მხრივ, ითხოვდე უფრო მკაცრ ციხეში გადაყვანას. თანმიმდევრული არ იყო ეს პოზიციები. ჩემს კონკურენტებს რაც უფრო მეტი არათანმიმდევრული პოზიციები ექნებათ, ამაზე დიდად არ ვიღელვებ. სააკაშვილი უკვე არის ციხეში და სხვა საკანში უნდა გადაიყვანონ, თუ არა, მე არ ვარ ციხის დირექტორი. ბევრი პატიმარი იმყოფება უკეთეს მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებითაც, მაგალითად, რაც გამიგია, მე-16 დაწესებულება სასჯელაღსრულების უფრო კომფორტულია პატიმრებისთვის, ვიდრე სხვა დაწესებულებები, მაგრამ მე არ გამოვსულვარ და არ მითქვამს რომელიმე პატიმარზე ეს აქ რატომ ზის, გადაიყვანეთ სხვაგან, ეს ჩემი საქმე არ არის. ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ციხიდან აქტიურობს, რომ არ აქტიურობდეს ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა და შეიძლება, ეს საკანი უფრო კომფორტული იყოს, ვიდრე სხვები, მაგრამ მე კარგ საკანს არ დავამადლიდი სააკაშვილს.

მოგეხსენებათ, საარჩევნო წელი მოდის და ამ წელს რაც არ უნდა ქნან პოლიტიკოსებმა, ყველაფერი პოლიტიკური მოტივით იქნება ნაკარნახევი. შესაბამისად, ეს მიხეილ სააკაშვილთან გამიჯვნაც, მასთან ე.წ. ჩხუბიც და მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნაც ისეთივე პოლიტიკური ნაბიჯია, როგორც ცოტა ხნის წინ კოალიციების შექმნა, როგორც „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და გახარიას პარტიას შორის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა