ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე

ნახვები: 486 რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე

სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე - კონკრეტულად ამ საქმეში {გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე} სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი მოიგო.

„სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში გახდა შესაძლებელი ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცებულიყო სიმართლე. საქართველომ მოიგო ყველა სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, ამავდროულად, სულ ცოტა ხნის წინ განახლდა წარმოება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის საქმეზე. დღეს, სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ოთხოზორიას საქმეზე, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის უფლების დარღვევა დადგინდა და პასუხისმგებლობა დაეკისრა რუსეთს, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გარემოება, რაზეც სასამართლო საუბრობდა წინა გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე, კერძოდ, ვგულისხმობ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს. ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას, მტკიცებულებების მოძიების საქმეში.

კონკრეტულად ამ საქმეში, სახელმწიფო ჩართული იყო, როგორც მესამე მხარე და ეხმარებოდა მტკიცებულებების მოპოვებაში. ეს გადაწყვეტილება და წარმატებაც განპირობებულია წინა საქმეებით, რომელიც საქართველომ მოიგო“, - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, მინისტრის თქმით, ეს სამართლებრივი პროცედურებთან არის დაკავშირებული.

„აღსრულების ნაწილში, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო, შედარებით გართულებულია. საბოლოოდ, მაქსიმალურად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატარებთ ყველა ღონისძიებას იმისთვის, რომ სამართლიანობა დადგეს, თითოეულ ადამიანს, რომლის მიმართაც დადგინდა, რომ მათი უფლებები დაირღვა, სრული მოცულობით იყოს აღდგენილი. დარწმუნებული ვარ, ამას ერთობლივად შევძლებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა