ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ლევან ხაბეიშვილი - რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა - 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს

ნახვები: 504 ლევან ხაბეიშვილი - რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა - 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს

რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თქმით, „2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველ ხალხს ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას და რუსულ პროპაგანდას ავრცელებს.

„როცა პუტინს გადაწყვეტილი აქვს კონკრეტული ტერორისტული მოქმედებების ჩატარება, ცხადია, ამას წინ ვერავინ აღუდგება. იგივე ხდება დღეს უკრაინასთან მიმართებით. როგორ იქცევა ჰააგაში გასამართლებული ოფიციალური მკვლელის სტატუსით რუსეთის დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი.

რაც შეეხება რუსული პარტიის გაგრძელებას- ირაკლი ღარიბაშვილს და მის ბატონ ივანიშვილს, დეოლიგარქიზაციაზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი და პლასტიკური ბარათების დამზადებული იყო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო სუს-ის უფროსი, მისი დაცვის წევრი იყო შს მინისტრი და ზოგადად, ყველა ბანკი „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომელი იყო. ისინი ასე უყურებენ, რომ შპს არის საქართველო. მთავრობის სხდომა რომ ტარდება უნდა გვესმოდეს, რომ ბანკის „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილის თანამშრომლები იკრიბებიან ბიძინა ივანიშვილის საკეთილდღეოდ ანუ ბიძინა რა სიკეთეს მიიღებს, ისე მართავენ ქვეყანას. დღეს, როცა კანდიდატის სტატუსზე და ივანიშვილის დამსახურებებზე ლაპარაკობენ, ესეც შევახსენოთ მოსახლეობას - მათ არ უნდოდათ განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობისთვის. ქართველ ხალხს აქციები დასჭირდა ამისთვის, ისინი ანტიდასავლურ კამპანიასა და დეზინფორმაციაში იყვნენ ჩართულები. კობახიძე ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის რეზოლუციებს, კალაძე ამბობდა, თუ არ მოგცემენ სტატუსს, რაც უნდა ის გააკეთონო. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს მოკლე მეხსიერება, ყველას კარგად გვესმის, სად ვიყავით, სად ვართ და 2024 წელს სად უნდა ვიყოთ. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ღარიბაშვილმა, მათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა. 2024 წელს დაწყებულ საქმეს ქართველი ხალხი ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა