სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელ გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორ გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russian attack on Vasylkivka community in Dnipropetrovsk Region kills man
Russia loses 1,000 soldiers in Ukraine war over past 24 hours
Lithuania to host rehabilitation for over 300 Ukrainian children freed from occupation
NATO membership impossible for country at war – ex-NATO assistant secretary general
Ukrainian border guards destroy nine Russian shelters in Southern Slobozhanshchyna sector
War update: 206 clashes on frontline, fiercest fighting in Pokrovsk sector

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით “ინტერაქტიური წიგნი“ შეიქმნება

17.11.2021 ნახვები: 600

იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" მიხედვით "ინტერაქტიური წიგნი" შეიქმნება. ამ მიზნით საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგზარდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტს შპს „საერთაშორისო კულტურის სივრცე" განახორცილებს.
„საერთაშორისო კულტურის სივრცის" დირექტორის მარიამ ლომთათიძის განცხადებით, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" გაციფრულების იდეის პროექტად შექმნა აუცილებლობას წარმოადგენდა.
„მსოფლიოს რიგი ქვეყნების პრაქტიკაში დანერგილია ბეჭდური წიგნის გაციფრულების იდეა. ქართული ენა და დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობათა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მიმაჩნია, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" გაციფრულების იდეა ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს მარიამ ლომთათიძე.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნის გამოწვევა და პანდემიური ცხოვრება უკვე ორი წელია მნიშვნელოვნად პრობლემას ქმნის როგორც, პირველკასელთათვის ასევე პედაგოგებისთვის და მშობელბისთვის. სწავლის გამარტივების კუთხით დღის წესრიგში დადგა საჭიროება კომპლექსურად განვიხილოთ კომპიუტერთან ურთიერთობა განათლების ახალ მიმართულებად.
"იაკობ გოგებაშვილის „დედაენის" გაციფრულება ფუნდამენტურად ცვლის მშობლის დამოკიდებულებას მისი შვილის კომპიუტერთან დამოკიდებულების კუთხით, რომელიც აისახება ახალი ხედვით. ციფრული წიგნის შექმნით ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა სახალისო და საინტერესო გახდეს ნებისმიერი განათლების მიღება ვირტუალური სივრციდან", - აცხადებს ლომთათიძე.
პროექტის ინიციატორის, საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგზარდობის სამინისტროს განმარტებით, პროექტის აუდიტორიას წარმაოდგენენ: პედაგოგები, მოსწავლეები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, დიასპორის და ფართო სპექტრის საზოგადოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
"მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ქართული ენის წერა-კითხვის შესწავლა. იაკობ გოგებაშვილის დედაენის ინტერაქტიური წიგნის შექმნის იდეა პირდაპირ პასუხობს 2021 წლის თბილისის წიგნის დედაქალაქად გამოცხადების პროგრამით გაწერილ პრიორიტეტებს", - აცხადებენ კულტურის სპორტის და ახალგზარდობის სამინისტროში.
საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგზარდობის სამინისტროს მხრიდან პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა