ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანი წითლიძე - შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ

ნახვები: 451 ანი წითლიძე - შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ

შეგიძლიათ ნახოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ - ვერ გეტყვით, რა არის მელიას განცხადებების მიზანი, ესაა არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევია პირადი წყენით, ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული ყველა ადამიანი პარტიისთვის დანაკლისია, თუმცა, მათ უფრო მეტი დანაკლისი აქვთ თავიანთი წასვლით.

„რა შანსები აქვს ნიკა მელიას, ამას დრო, არჩევნები და ამომრჩეველი აჩვენებს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ცხადია, ყველა წასული ადამიანი არის დანაკლისი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებისთვის უფრო დიდი დანაკლისი ყოფილა მათი წასვლა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაჰკლებია მათი წასვლით. შეგიძლიათ ნახოთ „ნაციონალური მოძრაობის“ 11 წლიანი ისტორიაში ასე წასულებს რა შედეგით დაუმთავრებიათ და შეგიძლიათ ნახოთ, როგორ განვითარდა და გაძლიერდა ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიას აქვს უნიკალური თვისება ყველა ასეთი კრიზისი აქციოს შესაძლებლობად. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ის, ვინც ყველაზე დიდ როლს ითამაშებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- განაცხადა წითლიძემ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალურ გავლენებზე მელიას განცხადებებს, წითლიძე მიიჩნევს, რომ ის ნაკარნახევი იყო პირადი წყენით და ნარცისული დამოკიდებულებით.

„ვერ გეტყვით, რა არის ამ განცხადებების მიღმა მისი მიზანი, მე შემიძლია გითხრათ, ჩემი შეფასებით, ეს არის არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ნაკარნახევი იყო პირადი წყენებით, პირადი ამბიციით, ნარცისული დამოკიდებულებით საკუთარ თავთან. ვწუხვარ და ცუდია პოლიტიკოსისთვის, როცა წაგებას თუნდაც შიდაპარტიულს განიცდის ისე რომ ვერ ახერხებს ბოღმის კონტროლს და უშვებს შეცდომას”, - განაცხადა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა