ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვიქტორ ორბანი - უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

ნახვები: 500 ვიქტორ ორბანი - უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, თუმცა მიანიშნა, რომ სხვა საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.

ვიქტორ ორბანმა პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

მან გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია.

„უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ“, - აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ბლოკში უკრაინის მიღება ნიშნავს დამატებით ხარჯებს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და დიდ ზემოქმედებას სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე მიანიშნა.

კითხვაზე, არ შეიცვლის თუ არა ის დამოკიდებულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპული კომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს განბლოკავს, ორბანმა უპასუხა: „როდესაც დილემა ჩნდება, მე მას ჩვეულებრივ სამ კატეგორიად ვყოფ: ისტორიულ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებად“.

„უკრაინის საკითხი ისტორიული საკითხია, მასშტაბური საკითხია. ფინანსური საკითხი ტაქტიკურია. პოლიტიკაში ჩემმა ორმოც წელზე მეტ ხნიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. თუ ამას აკეთებთ, თქვენ რისკავთ სრული ქაოსის შექმნას. ამიტომაც არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სხვა საკითხებზე სრულად მზად ვარ“, - აღნიშნა ორბანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა