ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად

ნახვები: 499 ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში, ნატო-ში გასაწევრიანებლად, რათა თავი დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონში დემოკრატიის საერთაშორისო კავშირის ფორუმის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციის შეხვედრების მიზანია, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრო და ძალიან ბევრი დისკუსია, სადაც საქართველოს ხსენება იყო ტრადიციული, საქართველოს ხსენების გარეშე მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა საბოლოო ჯამში დაიმკვიდრონ ადგილი დასავლეთში, ევროკავშირში, ნატო-ში, იქ, სადაც ისინი თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია ზუსტად ის, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, გავწევრიანდეთ ნატო-ში და დაცულად, მშვიდობიანად და სტაბილურად ვიგრძნოთ თავი. ამას საფუძველი ჩაეყარა „ვარდების რევოლუციით“ და ახლა „ქართული ოცნების“ ამ საზიანო პოლიტიკის მიუხედავად, ჩვენ საფუძველს ვუყრით დღესაც, რომ ჩვენ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდგომ სწრაფად გადავდგათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა