ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

Visa-სა და „თიბისის“ პარტნიორობით, საქართველოში Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება

ნახვები: 478 Visa-სა და „თიბისის“ პარტნიორობით, საქართველოში Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება

Visa-სა და „თიბისის“ პარტნიორობით, საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა - Visa Direct to Account დაინერგება. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა, ივან პონომაროვმა მოაწერეს.

“პლატფორმის დანერგვის შემდეგ „თიბისის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საერთაშორისო გადახდები გამარტივებულად და უფრო მოკლე დროში განახორციელონ. თანხის გადარიცხვა, გადახდა და მიღება მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრონული საფულეებისა და მობილური სერვისებით იქნება შესაძლებელი.

ბიზნესის განვითარებისა და საბანკო ოპერაციების გამარტივებისათვის, „თიბისისა“ და Visa-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი თუ ინიციატივა განხორციელდა”, - ნთქვამია ინფორმაციაში.

„თიბისი“, როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ეძებს ალტერნატიულ და ინოვაციურ მექანიზმებს, რათა გაამარტივოს და გააუმჯობესოს სამომხმარებლო გამოცდილება, რომელიც სრულ თანხვედრაშია „თიბისის“ მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. საქართველოს ბაზარზე „თიბისი“ პირველია, რომელიც ვიზასთან თანამშრომლობით, ამ ინოვაციურ პროდუქტს დანერგავს. გადახდების ეს ახალი სისტემა ბანკს შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებელს დივერსიფიცირებული საერთაშორისო გადახდების გზა შესთავაზოს,”- განაცხადა „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი თბილისში, სტრატეგიული მიზნით - ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას „თიბისი ბანკთან“. ჩვენი პარნტიორობის ფარგლებში დავნერგავთ Visa-ს გამორჩეულ, ინოვაციურ გადაწყვეტას - Visa Direct to Account და მომხარებლებს შევთავაზებთ მოსახერხებელ და უსაფრთხო გადარიცხვების კიდევ ერთ გლობალურ ტექნოლოგიას. მჯერა, რომ Visa Direct to Account მრავალფეროვანს გახდის გადახდების ეკოსისტემას და თითოეულ ტრანზაქციას მიწოდების სიჩქარის მოქნილობით უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა Visa Direct-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ივან პონომაროვმა.

“Visa-მ, „თიბისისთან“ პარტნიორობით, უკვე მრავალი ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა საქართველოში. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და ახლა უკვე Visa Direct to Account პლატფორმას ვთავაზობთ ქართველ მომხმარებლებს. მჯერა, ეს სიახლე სამომავლოდ კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ციფრულ გადახდებს სისწრაფის, უსაფრთხოებისა და მოქნილობის უზრუნველყოფით. ამ პარტნიორობით ჩვენ ციფრული ანგარიშსწორების განსაკუთრებულ გამოცდილებას ვთავაზობთ კლიენტებს და მათ ფინანსური ოპერაციების მარტივად გადაწყვეტაში ვეხმარებით”, - აღნიშნავს Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა