ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

„თიბისი ლიზინგმა“ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად PROPARCO-გან 10 მილიონი ევროს რესურსი მიიღო

ნახვები: 453 „თიბისი ლიზინგმა“ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად PROPARCO-გან 10 მილიონი ევროს რესურსი მიიღო

საფრანგეთის განვითარების სააგენტო PROPARCO-მ საქართველოს უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას, „თიბისი ლიზინგს“, 10 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მათი უკვე რიგით მეორე წარმატებული ტრანზაქციაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოზიდული ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს „თიბისი ლიზინგისა“ და PROPARCO-ს პარტნიორობას და ხელს შეუწყობს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

კომპანიის განმარტებით, „თიბისი ლიზინგი“ აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. აღნიშნულ რესურსს „თიბისი ლიზინგი“ აქტივების პირდაპირ დასაფინანსებლად გამოიყენებს, რაც ქვეყნის განვითარებადი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება.

„თიბისი“ ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

მათივე განმარტებით, ეს ტრანზაქცია ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რადგან მოზიდული ფინანსური რესურსის 40% სუფთა ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებზე იქნება მიმართული, ხოლო 10% იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც აძლიერებს ქალებს, როგორც მეწარმეებს, ბიზნეს ლიდერებს და ზრდის მათ ეკონომიკურ ჩართულობას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია PROPARCO-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე Propacro-სთან მუშაობას“, - განაცხადა „თიბისი ლიზინგის“ ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა